რეზონანსი
03.12.2020

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა.

მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა თევზით მოვაჭრეებს ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვეს. მათი თქმით, მიიღეს შეტყობინება წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლებისგან, რომ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

გარემოვაჭრეები ინსპექციის თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ცოტახანში კი ტერიტორია დახლებისგან გაათავისუფლეს.

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები წლებია, ყიდიან სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტებს. წელიწადნახევრის წინ ბათუმის მერიამ ქუჩაზე გარევაჭრობა სრულად აკრძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×