რეზონანსი
03.12.2020

"მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი," - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმითვე, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, რაც 103 მლნ ლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, საქართველოში პენსია, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიმდინარე წელს დაამტკიცა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას.

რაც შეეხება პენსიის ზრდის ოდენობას, იგი ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება:

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის - არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

70 წლის და მეტი ასაკის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი - არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×