რეზონანსი
03.12.2020

როგორც არასდროს ისე გვჭირდება ჩვენ კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის, რადგანაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ კითხვას უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მმართველი გუნდის ოპონენტებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა. რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ეს მოწოდებები ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს ამ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საკითხი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ პირველად ჩაატარა არჩევნები ახალი სისტემით, რასაც უპრეცედენტო შედეგი მოჰყვა და ქვეყანამ ეს მონაპოვარი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეთ გარეთ, ქუჩაში", - დასძინა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×