რეზონანსი
03.12.2020

მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ამ რთულ ვითარებაში შეგვიძლია. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, 300-ლარიანი დახმარება არაა საკმარისი. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ ესაა ის, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. გარდა ამისა, ვაჭრობის სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს გახსნას, რომ არა მგონია, ამ სამუშაო ადგილებს რამე დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ადგილები აღდგება და სანამ შეზღუდვები მოქმედებს, ეს ადამიანები 300 ლარს მიიღებენ. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია", - განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×