რეზონანსი
03.12.2020

საქართველოსი კორონავირუსზე ტესტირებაში 300-მდე დაწესებულებაა ჩართული. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტესტირების პროგრამის გაფართოვებაზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიური ტესტირება კორონავირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია აქტიურად გაგრძელდება 1-ელ თებერვლამდე, რათა შემდეგ უკვე მივიღოთ ინფექციის სტაბილიზაციის შესაძლებლობა და ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პროგრამაში გამოყენებული ანტიგენზე დამყარებული ტესტების ხარისხი ძალიან მაღალია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ორი ტესტიდან არის ერთ-ერთი ტესტი. ამდენად, ხარისხი და სარწმუნოება ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყო მკურნალობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილე.

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა დღეიდან დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებით დღეში 20 ათასამდე ტესტი ჩატარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×