რეზონანსი
03.12.2020

პარლამენტში ვერავინ, ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია, ლიდერი და წარმომადგენელი ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს წაყენებული ოპოზიციას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ცესკოს მიერ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღება არაფერს შეცვლის, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც რეალობა ყალბდება.

„ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკოსგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (03.12.2020)
პარლამენტში შესვლა არ გნებავთ, ფულების აღებაზე იცოცხლეთ ყოჩაღები ხართ,კიდევ იქნება არჩევნები გნებავდეთ ხმები

გალელი   (03.12.2020)
როგორც ჩანს ოპოზიციის სათაო ლიდერები აშანტაჟებენ მათზე დაბალ % იან პარტიებს,აშინებენ და მოუწოდებენ არ შევიდნენ პარლამენტში. მინდა უთხრა ამ პარტიებს-რისთვის დაარეგისტრირეს არჩევნებში თავიანთი პარტიები, ამომრჩევლებმა რომლებმაც ხმა მისცეს მათ რას ერჩიან? მათ უნდოდათ თავიანთი პარტიებიდან ეხილათ პარლამენტში დეპუტატები და ეს რა გამოდის? ღალატი არ ქვია მათ საქციელს?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×