რეზონანსი
03.12.2020

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ემხაურება.

კაპანაძის თქმით, მესამე რაუნდს იმ შემხთვევაში ექნება აზრი და იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ მასზე ქართული ოცნება მოიტანს კონკრეტულ წინადადებას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

"მესამე რაუნდს ოპოზიცია ისევ ელოდება, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება და იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ მასზე იქნება ახალ არჩევნებთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადება ქართული ოცნების მხრიდან. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში მესამე რაუნდი შეიძლება შედგეს მხოლოდ შეხვედრისთვის, მაგრამ მას შედეგი არ ექნება. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წადგება ივანიშვილი კონკრეტული წინადადებით." - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×