რეზონანსი
03.12.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის დაიწყება.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება COVAX პლატფორმასთან 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 700 ათასი ადამიანისთვის ვაქცინა სრულიად უფასო იქნება.

„პანდემიის დამთავრების ერთ-ერთი მთავარი იარაღი, პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, არის ვაქცინაცია. მსოფლიო მედიცინამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, შექმნილი რამდენიმე ათეული ვაქცინა, დაახლოებით 4-5 ვაქცინა საბოლოო ეტაპზეა. ერთ-ერთმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში უკვე მიიღო დასტური კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად დიდ ქვეყნებში, დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ძალიან დიდი გარღვევაა და დიდი იმედი იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება პანდემიის დასრულება. 2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია, რათა დასრულდეს კორონავირუსის პანდემია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ჩვენც ვაქცინაცია. ამისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც დავამყარეთ თანამშრომლობა COVAX პლატფორმასთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის" (Gavi) საფუძველზე და მისი დანიშნულებაა, 170-მდე ქვეყანას მიაწოდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როდესაც მათ დაამტკიცებენ​ ჯანმო, „ევროპის წამლის სააგენტო" და „აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტო". COVAX-თან გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. რომელი ვაქცინა იქნება ეს, გერმანული, ამერიკული, ბრიტანული თუ რომელიმე სხვა, ჯერ არ ვიცით. უკვე გადავრიცხეთ პირველი შენატანი, დაახლოებით 4 მლნ დოლარი, სულ კი 17 მილიონ დოლარამდე გვექნება გადასახდელი. მოსახლეობისთვის, დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის ეს სრულიად უფასო იქნება, ვინაიდან კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 4 კვირის დროგამოშვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტი-აპრილისთვის დაიწყება", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მარინა   (03.12.2020)
ღმერთო მაპატიე- რა საძაგელი არსებაა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×