რეზონანსი
03.12.2020

ოპოზიციური პარტიების პოზიციაში არაფერი შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯერონ, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთიანი შეჯერებული პოზიცია არსებობდეს.

"ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვალდებულები ვართ, რომ საკითხები სწრაფად გადაწყდეს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს. ეს პოზიცია იგივეა, არაფერი ამ პოზიციაში არ შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯერონ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია "ლელოს" ოფისში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს და მოლაპარაკებები მესამე რაუნდის დაწყებამდე, სამომავლო მოქმედების გეგმებს განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×