რეზონანსი
03.12.2020

„ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ფართოდ ისარგებლონ კოვიდზე ტესტირების შესაძლებლობით, რადგან ის კიდევ უფრო გამარტივდება და ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მისივე უწყებამ გაავრცელა.

მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, უნდა მიმართოს თავის პოლიკლინიკას, ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ჩაუტარდება ტესტირება და ამ დროს ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება როგორც მოქალაქისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებისთვის - საჭირო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება. ამის შემდეგ კი, თუ ტესტი დადებითი აღმოჩნდება, სასურველია კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

„გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ყველა სტაციონალურ დაწესებულებას, ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა ევალება. აქამდე ეს ხდებოდა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსი, თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება.

დღეს უკვე ყველა სტაციონალური დაწესებულების ვალდებულებაა, თითოულ სტაციონარში გადაყვანილ პაციენტს ჩაუტარონ კორონავირუსზე კვლევა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა დეკემბერსა და იანვარში გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×