რეზონანსი
03.12.2020

გასაგებია, რომ კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა. მისასალმებელია, რომ ეს უნდა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება.

„რის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება ეს მგონი ყველამ კარგად იცის. ქვეყანაში იდევნება იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა ოპონენტებზე? როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან კრიტიკას ყოველთვის დაიმსახურებს. კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა. გასაგებია, რომ უნდა სტაბილურობა. მისასალმებელია, რომ ეს უნდა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (03.12.2020)
შენს სინდისზე იყოს გარდაცვლილი ყოველი ადამიანი...ამ ლაქას და სხვა უამრავსაც ვერასოდეს ჩამოირეცხავ,ბუმერანგივით წინ დაგხვდება იცოდე ნიკა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×