რეზონანსი
03.12.2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების მიერ ცესკოს შემაჯამებელი სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2016 წელსაც ზუსტად იგივე წევრებმა დატოვეს სხდომა.

თამარ ჟვანიას თქმით, ეს იყო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა და მათ კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა

"ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს კომისიის იმავე წევრებმა სხდომა, გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიციები გამოხატეს. ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არის. 2016 წელსაც ზუსტად ასე დატოვეს შემაჯამებელი სხდომა კომისიის ორმა წევრმა, თუმცა 2016 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ვურჩევდი ყველას, გაეხსენებინათ ის პერიოდი, მათ შორის ეს არჩევნებიც ჩატარებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ შემადგენლობის მიერ.

ამ არჩევნებთან დაკავშირებით ცხადია, გამოთქმულია გარკვეული შენიშვნები. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი - ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და მათი პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×