რეზონანსი
03.12.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით არავითარ კლებაზე არ გახლავთ საუბარი და ეს არც ყოფილა ჩაკეტვის აზრი:

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დასტაბილურდეს ვითარება და მეტი ადამიანი აღარ გახდეს ავად. ვუყურებთ სიტუაციას და მატება კიდევ მოსალოდნელია.

შეზღუდვების გაფართოების პირველ შედეგებს სადღაც 10 დღეში დავინახავთ... ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რჩება აჭარაში, შემდეგ მოდის თბილისი და იმერეთი.

ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. გრიპი რომ არ გამოჩენილა ამას ხელს უწყობს ის, რომ მოსახლეობის 75% პირბადეს სწორად ხმარობს და მათი ნაწილი აიცრა კიდეც. ამდენი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გრიპზე არასოდეს აცრილა.

თუ ვინმეს გაციების რაიმე სიმპტომი მაინც აღენიშნება ეს კორონავირუსია, რადგან გრიპი ჯერ არ გამოჩენილა.

აი ამ სწრაფი, ანტიგენის ტესტის საშუალებით უცებ უნდა გაარჩიოს ექიმმა ეს კორონავირუსია თუ ჩვეულებრივი გაციება."

როგორც მან აღნიშნა, სჯობდა რომ აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური და ხანგრძლივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×