რეზონანსი
03.12.2020

8 000-მდე ოქმიდან მხოლოდ 4 შემაჯამებელ ოქმშია განსხვავებული აზრი, მხოლოდ პოლიტიკური სენტენციებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეული მიზნებისთვის იგეგმებოდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ცესკოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმი უნდა გამოსცენ.

თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე რთული არჩევნები იყო.

"ეს იყო ყველაზე რთული არჩევნები რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჩაუტარებია. ეს იყო განპირობებული იმ ძალიან სერიოზული გამოწვევებით, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, იყო ათმაგად მეტი პროცედურა და დატვირთვა ვიდრე აქამდე რომელიმე არჩევნები ჩატარებულა. ხმები ყველამ ერთად დათვალა, კომისიის წევრებთან ერთად ხმებს საარჩევნო სუბიექტებიც ითვლიდნენ და ოქმები შედგენილია ერთობლივად, ყველას მიერ, ვინც საარჩევნო უბანზე ამ პროცესში მონაწილებოდა. 8000-მდე ოქმიდან მხოლოდ 4 შემაჯამებელ ოქმშია განსხვავებული აზრი, მხოლოდ პოლიტიკური სენტენციებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რომელიც, როგორც ჩანს, იგეგმებოდა გარკვეული მიზნებისთვის, დისკრედიტაციის ნიშნები ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდშიც. ცხადია არის შენიშვნები და რეკომენდაციები, მაგრამ ეს რეკომენდაციები ყოველთვის იყო, ყოველთვის არსებობს გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მომავალში გაუმჯობესდეს ყველაფერი. ჩვენ ყოველთვის ვართ ღია თანამშრომლობის ფორმატში ნებისმიერ ჩართულ მხარესთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ არა პოლიტიკური მოთხოვნების გამო", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (03.12.2020)
შეგეცი მუტელში

41   (03.12.2020)
ყლექალა ხარ მოგიტყან ოჯახი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×