რეზონანსი
03.12.2020

აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი თვლის, რომ გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა.

ენტონი ფაუჩის თქმით, ბრიტანულ მხარეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლია, როგორც ამას ამერიკული რეგულატორი აკეთებს.

„მათ რამდენიმე დღე მოიგეს, თუმცა ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ, როგორც ამას FDA აკეთებს. ჩვენი რეგულატორი მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღების გარანტია,“-აღნიშნა ფაუჩიმ.

აშშ-ს მთავარი ინფექციონისტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

„გაერთიანებულ სამეფოს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეგულატორი და საუკეთესო მეცნიერები. თუ ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გამოყენებისთვის მზადაა, მე მათ ვენდობი,“-აღნიშნა გევინ იულიამსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (03.12.2020)
ოუ ფაუჩი სირო, ამერიკულს კრიშავ? დღეს ამერიკაში 2800 კაცი გარდაიცვალაო წერენ. კარგად დააკვირდი კიდე ერთი ორი წელი ამერიკულს, შეიძლება მერე აღარც დაგჭირდეთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×