
კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა.
ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში COVID-19-ით სულ 4 592 ადამიანი დაინფიცირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ახმეტაში კორონავირუსით 326 პირია ინფიცირებული, გურჯაანში -936, დედოფლისწყაროში - 370, თელავში - 1252, ლაგოდეხში - 607, საგარეჯოში - 445, სიღნაღში - 274, ხოლო ყვარელში -382.
კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 2 731 ადამიანი იმყოფება, ხოლო 295 პირი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.