რეზონანსი
03.12.2020

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 45 პაციენტი გარდაიცვალა, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით სულ 1 387 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. 

დღეს ქვეყნის მასშტაბით კიდევ 4260 ინფიცირებული გამოვლინდა. დაწესებული შეზღუდვების პირველ შედეგებს ეპიდემიოლოგები ორ-სამ კვირაში ელოდებიან, მანამდე კი მზარდი სტატისტიკაა მოსალოდნელი

სამედიცინო დაწესებულებებში დღეს მოქალაქეების გაზრდილი მიმართვიანობის მიზეზი ანტიგენის ტესტების ხელმისაწვდომობა გახდა. COVID​-პანდემიის შესაჩერებლად და სწრაფი რეაგირებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გაფართოებული ტესტირება დაიწყო. გეგმის მიხედვით, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში დღეში 20 000 მოქალაქე შემოწმდება და პასუხს 15 წუთში გაიგებენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით, კორონავირუსის აღმავალი დინამიკაა, სპეციალისტების ვარაუდით, მოქმედი რეგულაციები და ამასთან ერთად გაფართოებული ტესტირება, მდგომარეობას ეტაპობრივად შეამსუბუქებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მაია   (04.12.2020)
ხოდა ძალიანაც კარგი

გიორგი   (04.12.2020)
მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×