რეზონანსი
03.12.2020

ფეისბუქი კორონავირუსის შესახებ საკუთარ პოლიტიკას აახლებს — წაშლის ცრუ პოსტებს მომავალი ვაქცინების შესახებ.

სოციალური მედიის გიგანტი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მხილებულ დეზინფორმაციას მონიტორინგს ინსტაგრამზეც გაუწევს.

ახალი წესების შემოღების საჭიროება ვაქცინების მოახლოებასთან ერთად დადგა, რასაც სოციალურ მედიაში თან მოჰყვა დეზინფორმაციის ტალღაც.

„მათ შორის იქნება ცრუ ცნობები ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტიანობის, ინგრედიენტებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ. მაგალითად, წავშლით ისეთ ყალბ ცნობებს, როგორებიც არის თუნდაც ის, რომ COVID-19-ის ვაქცინა მიკროჩიპებს ან რაღაც ისეთს შეიცავს, რაც შემადგენლობის ოფიციალურ სიაში არ არის მოხსენიებული“, — წერს ფეისბუქი განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფეისბუქი წაშლის COVID-19-ის შესახებ არსებულ კონსპირაციულ თეორიებსაც, მაგალითად ისეთს, თითქოს გარკვეული ჯგუფები ვაქცინების ტესტირებას მოსახლეობის ერთ ნაწილზე აკეთებენ თავისდა სასარგებლოდ.

„გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ ფაქტები ჯერ ახლა ქვეყნდება და ასე გაგრძელდება, რეგულარულად მოვახდენთ ისეთი პოსტების წაშლას, რომლებიც მოცემულ მომენტში ჯანდაცვის უწყებათა სახელმძღვანელოებთან არ იქნება შესაბამისობაში“, — წერს ფეისბუქი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×