რეზონანსი
03.12.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ შეიძლება, რომ ოჯახის ექიმმა პაციენტების ზარებს არ უპასუხოს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც პირადი ნომრით შესაძლებელია მოძებნოს კლინიკა, სადაც რეგისტრირებულია.

ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მოქალაქეების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ექიმები ტელეფონს არ პასუხობენ, განაცხადა, შეიძლება, გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ ექიმი აუცილებად უპასუხებს.

"მე არ მგონია, რომ დღეს ექიმმა ტელეფონი არ აიღოს. მე თითქმის, ყველა ზარს ვპასუხობ. თუ არ ვპასუხობ, „სმს“-ს აუცილებლად ვუგზავნი, რომ მომწერეთ, გადმოგირეკავთ. დღეს, ქვეყანაში, ამ ძალიან რთულ პერიოდში ექიმები, ჩემი კოლეგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან. დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. დაგვეღუპა რამდენიმე კოლეგა.

არ შეიძლება, რომ ექიმმა არ უპასუხოს. თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ და პირადი ნომრით შეგიძლია მოძებნო კლინიკა, სადაც ხარ რეგისტრირებული. თუ არცერთი არ პასუხობს, მაშინ არსებობს 112-ი; 1505 ცხელი ხაზი; 116001 , სადაც სპეციფიური კითხვები შემოდის, 144 - რომელთა საშუალებითაც ოჯახის ექიმთან კავშირია. მესმის, რომ გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექიმი აუცილებად უპასუხებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×