რეზონანსი
04.12.2020

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, სატელევიზიო ეთერში, საერთო დუხჭირ მდგომარეობაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ბევრია მის მდგომარეობაში და საწუწუნოდ არ ამბობს, რომ დაზღვევის ყიდვის საშუალება აღარ აქვს.

“წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც” – თქვა მომღერალმა.

ამ სატელევიზიო ეთერის შემდეგ, მას შეეხმიანენ ემიგრანტები და ფულადი დახმარების გაწევა შესთავაზეს:

„აფთიაქში პირველად კი არ მოხდა ის, რაც მოვყევი. ეს რეალურად ასე ხდება ხოლმე. ამაზე საუბარი ჩემთვის სათაკილო არ არის. 

როგორც კი ტელევიზიით მოვყევი ეს ამბავი, მაშინვე გამომეხმაურნენ ემიგრანტები და ფულადი დახმარება შემომთავაზეს. უდიდესი მადლობა მინდა მათ ვუთხრა ყველას. არანაირი დახმარების მიღებაზე არ დავთანხმებულვარ და მხოლოდ მადლობა მიიღეს ჩემგან. თუმცა მათ საქციელზე გული ამიჩუყდა და ემოციებისგან ცრემლები წამომივიდა. თვითონ გასაჭირში ცხოვრობენ და ჩემი დახმარების სურვილი გამოთქვეს. საოცარი ხალხია…“ - განუცხადა "პრაიმტაიმს" მომღერალმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
Gilnari   (04.12.2020)
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.მან დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაზე გააკეთა კომენტარი თუ როგორ უჭირს ხალხს.რა დაესივეტ სვავებივიტ

ჭორლეონეს   (04.12.2020)
შენი შიზოფრენიკი, დორბლიანი ბელადი რატომ არ ეხმარება, ფული არ აოხრია ჩვენი ბიუჯეტიდან გატაცებული, თუ კარგად ვერ უმღერა თამრომ და ვერ დაიმსახურა.

ეთერ მგელაძე   (04.12.2020)
ტელევიზიაში იმხელა ხელფასები აქვთ,სიზმრადაც არ მოგვეჩვენება ჩვენ სირცხვილია ამდენი პენსიონერია ამდენი სოციალურად დაუცველი და ვინ წუწუნებს

ჭორლეონე   (04.12.2020)
თუ ოცნებას შეაქებ თამრო, სუნიანი ხიხო ეგრევე შეგეხმიანება და ბევრ პრობლემას მოგიგვარებს. ესაა 41.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×