რეზონანსი
04.12.2020

ბათუმში კორონავირუსს 31 წლის რუსუდან კოკობანიძე ემსხვერპლა. როგორც კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიანიძე "ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, კოვიდინფიცირებულ ქალს საკეისრო კვეთა, 25 ნოემბერს, ჩაუტარდა.

უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

„ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“, – განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1-2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×