რეზონანსი
04.12.2020

„გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ“.

„ზურაბ ჯაფარიძე აღარ აგრძელებს პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ძალიან ბევრი მიზეზია, ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ვეღარ თანამშრომლობენ. დიდი ხნის ამბავია ეს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, პარტია როგორ გაიყოფა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (04.12.2020)
ისემც გიქნიათ დაგიხოციათ თ გინდათ ერთმანეთი

ანი   (04.12.2020)
ჯერ ერთი გირჩი რა იყო,ახლა ორი გირჩი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×