რეზონანსი
04.12.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, როგორც ეს ეითელა, წითურასა და სხვა სახადი დაავადებების შემთხვევაში ხდება.

„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.

ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ - ვაიმე, თუ დაემართა რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა - ეს ვირუსი დავამარცხოთ", - განაცხადა ლევან რატიანმა მაესტროს ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×