რეზონანსი
04.12.2020

„გირჩში" განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ.

„გირჩში" განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა. პარტიიდან გარიცხავენ ვინმეს თუ დატოვებენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ არა, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მანდატი, სიიდანაც რომ ჩახსნან, მაინც დეპუტატები იქნებიან და მათ ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტში არშესვლის და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ უფლებამოსილების მოხსნას და აპირებენ პარლამენტში შესვლას" , - განაცხადა ძაბირაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და ამით "ქართული ოცნება" შეეცდება პარლამენტი მრავალპარტიულად ჩათვალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გგეგა   (04.12.2020)
თავიდან ბოლომდე უვარგისი პარტიააა

ნიკოლოზი   (04.12.2020)
ვის რაშ აინტერესებსს გირჩი რა

კახელი   (04.12.2020)
დასაშლელები კიარა დასაწყვეტები არიან.ქვეყნის მავნებლები.სუყველა ასე ერთად როგორ იყვნენ შეყრილები უგვანოები


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×