რეზონანსი
04.12.2020

მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ჟურნალისტებს, მისთვის მსგავსი კონკრეტული შემთხვევების მიწოდება სთხოვა და ამასთანავე განაცხადა, თუ როგორ მუშაობს სისტემა, იმისთვის, რომ არც ერთი პაციენტის ზარი უყურადღებოდ არ დარჩეს.

თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების რადიკალურად მატების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, სისტემა ახლა ბევრად მოწესრიგებულია.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უფრო მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რამდენი გადაზღვევის მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ დაგვიანებული პასუხები ზარებზე არ იყოს. მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ, გავეცნობი პირადად. ამას ვაკეთებ პირველი დღიდან, რაც ჩვენ ეს სისტემა გავუშვით და არა მხოლოდ მე. როდესაც თავიდან დაიწყო დიდი ნაკადი პაციენტების, რა თქმა უნდა, ამან, გარკვეულწილად, გადატვირთა 112-ის ხაზიც, ოჯახის ექიმების ხაზიც, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული როგორც ოჯახის ექიმების დონეზე, ასევე სამინისტროში არის ცენტრალური ონლაინ კლინკა, რომლის მთავარი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს დაგვიანებული ზარები. ანუ ერთი საათის შემდეგ თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა ის, რომ აიღოს ეს ზარი, დაურეკოს, დაელაპარაკოს და დააბრუნოს შემდეგ ისევ ოჯახის ექიმთან.

არის კიდევ ერთეული შემთხვევები, რომლებიც ცხელ ხაზზე ხვდება, ეს მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და თუ მაინც დარჩა უპასუხო ზარი და ვიღაც მიიჩნევს, რომ უყურადღებოდაა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არის ყოველთვის მზად, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაციენტებს გაეწიოს შესაფერისი მომსახურება, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლალო   (04.12.2020)
ისევ საწყალ ოჯახის ექიმებს გადააბრალებენ ყველაფერს! ფსქიკა აქვთ შერყეული გადატვირთვისგან.

ლილი   (04.12.2020)
გენდსობით და გვეიემდებით ყველას ძალიან

ბადრი   (04.12.2020)
კარგია რომ ამას მიაქციეთ ქალბატონო თამარ ყურადღება


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×