რეზონანსი
04.12.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაცით, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 501,9 ათასი ტონა - შედარებით  8,2 ათასი ტონით ანუ 1,6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  511,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 490,6 ათასი ტონა - შედარებით  20,5 ათასი ტონით ანუ 4,2%-ით).

2020 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუსეთი - 308,4 ათასი ტონა (30,7%); აზერბაიჯანი - 194,0 ათასი ტონა (19,3%), რუმინეთი - 192 ათასი ტონა (19,1%),  ბულგარეთი - 102,9 ათასი ტონა (10,2%); თურქმენეთი - 93,2 ათასი ტონა (9,3%),  საბერძნეთი - 40,6 ათასი ტონა (4,0%),  ყაზახეთი - 39,1 ათასი ტონა (3,9%), თურქეთი - 14,7 ათასი ტონა (1,5%), მოლდოვა - 10,7 ათასი ტონა (1,1%);  და სხვა. 

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით. 

რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის თავის მხრივ უკავშირდება შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (მ/წლის პირველი 10 თვის განმავლობაში გაზრდილია 16,4%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით); მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება; კომპანიების მიერ მთელი წლის განმავლობაში დაბალი საერთაშორისო ფასების პირობებში საწვავის მარაგების შექმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×