რეზონანსი
04.12.2020

ისინი ცდილობენ, რომ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის" სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილებას.

მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა -არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველა ერთად მიიღებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×