რეზონანსი
04.12.2020

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ და ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ახალგაზრდა ქალის ნათესავები სამართლებრივი დევნის მოთხოვნასაც აყენებენ.

მათი თქმით, კობინაძეს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

"დაუგვიანეს მკურნალობა ბათუმის სამშობიარო სახლში, ერთი კვირა იქ იწვა, თურმე ოფლში იწურებოდა, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, მე მქონდა დირექტორთან საუბარი - "კარგად არის, კარგად არის". ბატონმა უნგიაძემაც ბევრჯერ მითხრა ჩემი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარომ. იმ დღეს ვინც იყო ექიმები ყველამ აგოს პასუხი", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტი ოჯახს წერდა, რომ ექიმები მას უყვიროდნენ თავის თავს თვითონ დახმარებოდა, ასევე, ღამით პაციენტთან ექიმები არ შედიოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×