რეზონანსი
04.12.2020

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო წარმატებები, თუმცა „ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხნენ და წასასვლელები გახდნენ".

მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას წასვლის გარდა, სხვა შანსი არ ჰქონდა.

„არც პოლიტიკური დაძაბულობა არ არის ისეთი რთული. დღეს საქართველოსთვის ყველაზე რთული ისევ და ისევ არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ ვინც არ უნდა დაგვიპყროს, ქვეყანაც გაგვაჩნია და სამშობლოც, მაგრამ სახელწმიფოებრიობას ვკარგავთ ხოლმე. დღეს, როცა ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაციაა, შევხედოთ ჩვენს ირგვლივ, სულ ცოტა ხის წინ სამეზობლოში ჩვენს მეზობელ ერებს ერთმანეთში რა მძიმე რამ მოუხდათ. რეგიონში სიტუაცია შეიცვალა. 30 წელია უკვე, რაც თავისუფლება მოვიპოვეთ, პირველი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ მოხდა, გავხდით დამოუკიდებლები. შემდეგ იცით, რომ ის ხელისუფლება მოწინააღმდეგებმა ჩამოაგდეს.

შემდეგ იყო მეორე ხელისუფლება, გამსახურდიას ხელისუფლება შეცვალა ჯერ სამხედრო საბჭომ და მერე უკვე შევარდნაძემ. პირველ შემთხვევაში, თუ კარგი დამოუკიდებლობა გვქონდა, სამოქალაქო ომიც ძალიან ცუდი იყო და ამის შედეგებს დღესაც ვიმკით, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ვისაც ბოდიში ჰქონდა მოსახდელი, არ მოიხადა და ადამიანები სულში ჩაფურთხებულად გრძნობენ თავს. იმ დროს ნათელი წერტილებიც იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია რომ დაგვეცვა, მაგრამ მაშინ რუსეთმა შეგვიტია. კარგად ვიცით, ჩვენ არც აფხაზებთან გვქონდა რაიმე გასაყოფი, არც ოსებთან, მაგრამ იმპერიას, მით უმეტეს რუსეთის, ასეთი რამ ახასიათებს. ომიც დაგვიწყო და უნდოდათ მოენათლათ, ვითომ ჩვენ და ოსები, ან ჩვენ და აფხაზები ვებრძოდით ერთმანეთს. სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, მარტო ჩვენი სურვილი საკმარისი არ არის", - განაცხადა მეუფემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (04.12.2020)
რა უწიგნური აბდაუბდაა ეს წვერაძუა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×