რეზონანსი
04.12.2020

"როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის", - ამის შესახებ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსახიობს კორონავირუსზე მორიგ ტესტირებას, სავარაუდოდ, ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ.

"კახის საავადმყოფოში მკურნალობენ, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია და ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც მედიკოსები გვეუბნებიან კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის. კორონავირუსზე მორიგი ტესტი მისთვის არ ჩაუტარებიათ, საავადმყოფოში რა დიაგნოზითაც შევიდა იმ დიაგნოზით აგრძელებს მკურნალობას. მის გაწერასთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მორიგ ტესტს ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ", - განაცხადა იმერი კავსაძემ "Report.ge"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×