რეზონანსი
04.12.2020

დილით გავიღვიძე და ეს სტატუსი დამხვდა, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ხვიჩია აცხადებს, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც მას ბოდიშს უხდის.

„დილით გავიღვიძე, ეს სტატუსი დამხვდა. სისულელე დავწერე და ამისთვის ჯაფარას ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ, ჩემი გაგებით. გუშინწინ მე და ჯაფარა მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს. დღეს მასზე გაბრაზებულმა პოსტი დავწერე. ეს ამბავი პარლამენტში შესვლა-არ შესვლას არ უკავშირდება. ვერ ვიხსენებ, მე და ზურას პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები რაზე გვქონდა. ვერ წარმომიდგენია, „გირჩიდან" ვინმე წავიდეს. იმედი მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძე „გირჩში" ჩემთან, ვახოსთან და ვიღაცასთან კომუნიკაციის გარეშე იმ საქმეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა. მე მისი განცხადება ასე გავიგე. ვერავის ვერ ვეტყვი, რომ ზურაბ ჯაფარიძე უნდა წავიდეს. რა სისულელეა, მე არსად წავალ, აქ ვცხოვრობ. თავად უნდა თქვას, მისი განცხადება რას ნიშნავს. ჩემი პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძის სტატუსი რას ნიშნავს. არ ვიცი საკითხი, სადაც ზურაბ ჯაფარიძე განსხვავებულ პოზიციაზე დგას. როცა ეს არ ვიცი, როგორ გითხრათ, საიდან გამომდინარეობს ის, რაც ჯაფარიძემ დაწერა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (04.12.2020)
განა მარტო ზურას უნდა მოუხადო ბოდიში? მთელ საქართველოს!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×