რეზონანსი
04.12.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყანაში 0.9%-ია.

"ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9%. ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას. თუმცა ამის ანალიზი კეთდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად უნდა წარვადგინოთ, როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება",- განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უნამუსო მატყუარა   (04.12.2020)
ნუ ატყუებთ მოსახლეობას "მუშკეტერების"მოგონილი ციფრების მანიპულირებით...მჯო-ს საიტზე worldometer.info ყოველღიურად ახლდება მონაცემები და ლეტალობა განისაზღვრება 1 მლნ მოსახლეზე გადაანგარიშებით და აქ კი საამაყო ნამდვილად არაფერი გაქვთ...ჩვენთან ეს მაჩვენებელი დღეს არის358(საერთო დაავადებულებია 152704).შესადარებლად რეგიონში:აზერებთან 152,სომხეთს კი ვისრებთ -768(მაგრამ გადავასწარით დაავადებულებით...იქ 139692),თურქეთში 169.რუსეთში 289...ცნობისთვის უკრაინაშია 302 და გერმანიაში 220...მეტს აღარ გადაგღლით ციფრებით...მიხვდით რამეს?ნუთუ ახლობლობაში ერთი ჭკვიანი მრჩეველო არ გყავთ,რომ ეს საიტი გაგიხსნან?...და კიდევ:რატომ არ ასახავთ კრიტიკული ავადმყოფების რაოდენობას??? იმით მაინც დაინტერესდით მილიარდიანმა ჩინეთმა როგორ შეავერაპანდემა...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×