რეზონანსი
04.12.2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, ეს მოსახლეობაში პანიკას იწვევს. როგორც მინისტრმა 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, გოგონას კორონავირუსი არ ჰქონდა.

„მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ მოძიება, როგორც სასწრაფოს გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ და გამოიკვეთა, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული და არც ინფიცირებულის კონტაქტი იყო. როდესაც მსგავსი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და საკმაოდ დიდ ზეწოლას და დარტყმას ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში წარდგენილი იყო კანონი, რომელიც რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვას გულისხმობდა.

რეგულირების სააგენტოა ვალდებული ყველა გადაცდომა შეისწავლოს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. დღესდღეობით, იმ შეზღუდული ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოს გააჩნია, რეგულირების სააგენტო ყველა ფაქტს სწავლობს, რომელიც დაფიქსირებულია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად კოვიდის მართვისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×