რეზონანსი
04.12.2020

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გამოუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

„ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ, მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,,პლანს", არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×