რეზონანსი
04.12.2020

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერში" განმარტავს, რომ უსიმპტომო პაციენტს 10 დღეში საზოგადოებაში გასვლა შეუძლია, ვინაიდან ის უკვე გადამდები არ არის.

"ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს. ადრე, კარგ დროს გაწერისა და ზოგადად საზოგადოებაში დაბრუნების კრიტერიუმი იყო განმეორებითი უარყოფითი PCR ტესტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიო წალეკა კოვიდმა და დღეს ბოლო შემთხვევაში ახალი რეკორდი დამყარდა - 679 000 შემთხვევა მსოფლიოში. აღარ არის საშუალება მსოფლიოში ამ განმეორებითი ტესტების კეთების. თან პრაქტიკამ უჩვენა, ცოდნა დაგროვდა, რომ აღარც იყო დიდად საჭირო ეს განმეორებითი ტესტები იმიტომ, რომ დადგინდა დღეების ის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც პაციენტი გადამდები არ არის, თუ არ ჩავთვლით რაღაც იშვიათ გამონაკლისს.

უსიმპტომო პაციენტებისათვის 10 დღე, სულ ერთია ისინი საავადმყოფოში იყვნენ, სახლში თუ სასტუმროში - 10 დღეში, მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას. სიმპტომიანი პაციენტებისთვის ეს არის ისევ 10 დღე, ოღონდ ემატება მინიმუმ სამი უსიმპტომო დღე და ამის შემდეგ შეუძლიათ დაბრუნება უკვე," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×