რეზონანსი
04.12.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს კოვიდინფიცირების შემთხვევის დროს გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს.

"დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძემ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"თუ ტესტირების საშუალება არ გაქვს და გაქვს სიმპტომები, რომელიც საერთოა გრიპისთვის და კოვიდისთვის, უნდა ჩათვალო, რომ გაქვს კოვიდი, რამეთუ ასე იქნები უსაფრთხოდ და რომ ჩათვალო გაქვს გრიპი, შეიძლება ვერ იყო უსაფრთხოდ.

ჟანგბადის აპარატების შეძენას მოსახლეობას არ ვურჩევდი, ესეც თვითმკურნალობაა. თვითმკურნალობას კატეგორიულად არ ვურჩევდი - სისხლის გამათხელებლებს, ან ანტიბიოტიკებს, ან სხვა საშუალებებს. თუ მას აქვს საშუალება შეიძინოს ჟანგბადის აპარატი, რა არის ცუდი ამაში, შეიძინონ, მაგრამ არ უნდა იყვნენ ამ ჟანგბადის აპარატის იმედად, თუ განუვითარდათ სუნთქვის გაძნელება, იმიტომ, რომ მათ აპარატი აქვთ, არ უნდა იყვნენ აპარატის იმედად და მათ მაშინვე უნდა მიმართონ კლინიკას.

35-ზე ნაკლები ტემპერატურა კოვიდინფიცირების დროს, უფრო ხშირად ეს არ არის საშიში, ეს დროებითი მოვლენაა, ეს შემთხვევითი მოვლენაა, ერთი საათის შემდეგ რომ გაიზომოს, ნორმალური ექნება და ვურჩევ ასე ქნას. თუ მას მყარად აქვს ასეთი დაბალი ტემპერატურა, ეს შეიძლება იყოს სეფსის სეპთიური გართულების ნიშანი, მაშინ ეს საშიშია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×