რეზონანსი
04.12.2020

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს.

„ჩვენ დროის ყოველ მომენტში ვიცით, რა მარაგი გვაქვს და რა შემოდინება არის მოსალოდნელი. ასე რომ, პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველანაირი გაუთვალისწინებელი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში ხორბლით მომარაგება უწყვეტი იყოს, არ შეიქმნას დეფიციტი და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. ეს სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განმიცხადებია და ამ პასუხისმგებლობას სამინისტრო თავს, ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევს და მომავალშიც გაართმევს.

ქვეყანაში 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს. წლის განმავლობაში ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც. პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, იმპორტიორი ქვეყნების ქცევა შეცვლილია, ასევე მოსახლეობის. ამიტომ, ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სურსათზე დიდი წნეხია, ხშირ შემთხვევაში არარაციონალური და ასეთ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ იღებენ ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ეს იწვევს ფასების ზრდას და იმის გამო, რომ ჩვენ დავაზღვიოთ, გვიწევს გაზრდილი მარაგებით ოპერირება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კიკო   (05.12.2020)
მადლობა თქვენ თავდაუზოგავი შორმისთვის ბატონო ლევან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×