რეზონანსი
05.12.2020

ეკატერინე ტიკარაძე მედიას და მოსახლეობას ხელშეწყობა და დახმარება სთხოვა. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა:

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ მთლიანად სახელმწიფოების. საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჩანასოხობრივ პერიოდში იმყოფება, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებისგან იმისათვის, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მედეა   (05.12.2020)
ეკას ქმარ შვილი ჰყავს, კ ა ც ე ბ ო, დაინდეთ მისი ოჯახი და ვაჟიშვილი.გააკრიტიკეთ კ ო რ ე ქ ტ უ ლ ა დ. ზედმეტობა სიბრიყვეა!

კოტე   (05.12.2020)
დიპლომი აქვს და ჭორებს ნუ აყვებით. რაც ითქმება ადამიანზე მოწინააღმდეგეს მხრიდან გავრცელებული მონაგონია,ამით ადამიანზე ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს და ეს დღეს გავრცელებული მეთოდის,ამიტომ კომენტარის ავტორებს გთხოვთ ნუ ჩაეწერებით ამ მოწინააღმდეგეთა რიგებში,რა თქმა უნდა გაქვთ აზრის გამოხატვის უფლება,მაგრამ არა ჭორების გავრცელების.

უდიპლომო მინისტრს   (05.12.2020)
მედიამ და ხალხმა რომ მოგისმინოთ ჯერ თქვენ ხართ ვალდებული მათ უსმინოთ და როცა სისტემის პრობლემებზე მიგითითებენ სირაქლემასავით თავი არ დაიმალოთ....და ჩამოყალიბდით ვინაა პასუხისმგებელი ეპიდსიტუაცის მართვაზე:თქვენ თუ 3 "მუშკეტერი"?

ჭორლეონე   (05.12.2020)
ეკა მევასები ხო იცი. გამომყევი ცოლად ცოტა ხნით. დიპლომი არ დაგვჭირდება არანაირად.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×