რეზონანსი
05.12.2020

სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება ვრცელდება, რომელშიც ის პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ესმის ყველა ადამიანს ვისაც „ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია“.

გავრცელებული განცხადება შემდეგი შინაარსისაა:

„სალამი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს – ჩემია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.

გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო „გირჩის“ მომავალი.

ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი „გირჩი“, ისევე როგორც „გირჩის“ ფბ-გვერდი უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და „ფეიჯი“, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის „ჯედებით“, ვებ-გვერდი, ფბ-ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუს-ის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია „გირჩი“ და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე.

დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ-გვერდზე, მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ-გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, „გირჩმა“: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე „ჯედებით“ კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია, გაკეთდეს ხვალვე, თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
საბა   (05.12.2020)
ერთ თქვენი კარგიც მოვტყან რა

ლიკა   (05.12.2020)
ისემვ გიქნიათ დაგიხოციათ თუ გინდათ ერთმანეთი

პეტრე   (05.12.2020)
მიდი ზურა მიაწე, შენთან არის ხალხი

Sos   (05.12.2020)
Zura magari xar,mebdzoli da patiosani kaci xar,eseni ki pylis monebi arian aseti xalxi bevri partiashia .yalbi ocneba droa eseni shewovos.parisevlebi usamartlobis ocnebashi gaertiandit wamzomi chartulia tqveni dasasrulis.

მედეა   (05.12.2020)
ესეიგი, გირჩი აგენტურა ყოფილა,რუსეთის თუ თურქეთის!?კიდევ რამდენია მასეთი? გაიწმინდოს ბარემ ველი---ნ ე ტ ა ვ მართლა გაიშიფრონ ყველანი.ყოჩაღ დეგნან, მადლობა!

????   (05.12.2020)
ხალხს აბოლებთ და ფარსს დგავთ პარლამენტში შესაძრომად? თქვე დედააფეთქებულებო არჩევნებამდე არ იცოდით ერთმანეთს თუ ვერ იტანდით?ან რა წესია პრესით ურთიერთობა?თუ კაცები ხართ,დაჯექით თქვენთვის და დაილაპარაკეთ და მორიგდით...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×