რეზონანსი
05.12.2020

საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 129 210 გამოჯანმრთელდა, 1 462 კი - გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 51 262 პირი.

6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 899 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 13 779 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლევანი   (05.12.2020)
უნდა დავიცვათ წესები და რეკოემდნაციები

გიორგი   (05.12.2020)
იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×