რეზონანსი
05.12.2020

მე რომ „რემდესივირი" არ დამეწყო, მოვკვდებოდი, - ამის შესახებ „კოვიდ-19"-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა" ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს გადაცილებული ვარ, მაქვს არაჰოჯკინის ლიმფომა, მძიმე იმუნოდეფიციტი და როგორც კი კოვიდი დაიწყო, ჩემი იმუნიტეტი განადგურდა; იმ დონეზე ჩამოვიდა, რაც შიდსით ავადმყოფებს აქვთ და მე რომ „რემდესივირი" არ დამეწყო, მოვკვდებოდი. „რემდესივირი" რომ დავიწყე, იმუნიტეტმა მეორე დღესვე დაიწყო გაუმჯობესება და ხუთ დღეში საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი იქნა მიღებული", - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „მოამბე - დღის თემა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლიკა   (05.12.2020)
არავის საქმე არ არის ვინ რას გამოიყენებს და არამგონია ღირდეს ეგეთ სისულელეებზე თქვენი მხრიდან დროის კარგვა

...........   (05.12.2020)
ჯანმრთლეობას გისურვებთ

მაფიოზი   (05.12.2020)
ჯანმრთელობას გისურვებთ,მაგრამ ყველა ხვდება როგორი "კორონა" გჭირდათ...რა საჭიროა არაღიარებული წამლის რეკლამა?თქვენი ასაკის კაცს რაში გჭირდებათ ეს ტრიუკები? შეირგეთ რა, რაც დაგიგროვებიათ...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×