რეზონანსი
05.12.2020

„კოვიდ-19"-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსი ყველაზე არაპროგნოზირებადი, უცნაური, თავისებური და ვერაგი დაავადებაა რაც ამ ხნის ინფექციონისტს ინფექციური დაავადებები უნახავს და ამიტომ, პაციენტის ბინაზე დატოვებაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

„მისი შედარება არაფერთან არ შეიძლება და ერთ-ერთი მისი არაპროგნოზირებადი თავისებურება და ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ მას სწრაფი, არაპროგნოზირებადი დამძიმება ახასიათებს. შეიძლება, ძალიან მსუბუქად დაიწყოს და რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ პაციენტი დაიღუპოს. ეს დაავადება არ ცნობს ოფიციალურ პარამეტრებს. სხვა დაავადებების დროს ამ ოფიციალური პარამეტრებით შეუცდომლად შეგვიძლია, მდგომარეობა შევაფასოთ, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დროს კი, რა თქმა უნდა, ისევ ამ პარამეტრებით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ არ არის არავითარი გარანტია, რომ ამ მაჩვენებლით შეფასებული რისკი ყოველთვის გაამართლებს. გვხვდება შემთხვევები, როდესაც პაციენტი არ იყო ძალიან მძიმე, ან სულ არ იყო მძიმე, სახლში დატოვეს ან სასტუმროში წამოიყვანეს, სწრაფად დამძიმდა და ზოგჯერ, საავადმყოფოში გადაყვანა ვერც მოასწრეს. ამიტომ, ბუნებრივია, სასწრაფოს და ოჯახის ექიმები სიფრთხილეს იჩენენ. შესაძლოა, იმაზე მეტ სიფრთხილეს, ვიდრე უნდა იჩენდნენ, მაგრამ მათ ეშინიათ პასუხისმგებლობის, რომ შეიძლება, პაციენტი მოულოდნელად დამძიმდეს", - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „მოამბე - დღის თემა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბადრი   (05.12.2020)
იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი

გიორგი   (05.12.2020)
უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯარნმთლეობას


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×