რეზონანსი
05.12.2020

რაც გავიგე ზურა ჯაფარიძის მეორე განცხადებიდან, ალბათ თავად აპირებს წასვლას, - ასე გამოეხმაურა „გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ განცხადებას.

რაქვიაშვილის შეფასებით, აუცილებელია პარტიის წევრების შეკრება და დალაპარაკება. მისივე თქმით, მსგავსი საკითხები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით არ წყდება.

მისივე თქმით, იმას, თუ ვის დარჩება სახელი „გირჩი", არ წყვეტს სოციალურ ქსელში გამოკითხვა. რაქვიაშვილის განცხადებით, აუცილებელია პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება და დალაპარაკება.

„ასეთ რაღაცებს არ წყვეტს რაღაც გამოკითხვა თავისთავად. ჯერ ერთი, გასაგები უნდა იყოს, საერთოდ რაზეა საუბარი, რას ნიშნავს სახელი, ანუ ფორმალური ნაწილი პარტიის რჩება და სახელს იცვლის და ზურა ახალ პარტიას აკეთებს და „გირჩს" არქმევს? ასე ხომ არ მოხდება, რომ ავიღოთ და ვიღაცას გადავუფორმოთ რაღაც. მოვიდეს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, კონკრეტული წინადადება წარადგინოს და ვიმსჯელებთ. ბორდში, საბჭოში 15 ადამიანია, გოგა ხაჩიძეც არის. პირველი, რაც უნდა მოხდეს, უნდა ჩამოყალიბდეს, ზუსტად რა უნდა ზურას, რომ გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე იურიდიულად და შინაარსობრივად გავარკვევთ დეტალებს", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×