რეზონანსი
05.12.2020

ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას.

„ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით, თუმცა ეპიდვითარება თავის კორექტივებს შეიტანს ამ ვითარებაში, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი შემოიღო საქართველოდან გასული მგზავრისთვის. ეს თავისთავად თავის დაღს ასვამს ამ ფრენების აქტივობას, მაგრამ მინდა გითრათ, რომ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ავიაკომპანიებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ეტაპი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფად, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს, რომ განაახლოს ფრენები, მათ შორის „ვიზეარი", რომელიც საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება ახლა", - განაცხადა თურნავამ "პირველ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (05.12.2020)
და ვაქცინირებული უსაფრთხოა შენი ჭკუით?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×