რეზონანსი
05.12.2020

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები : სასწავლო, სამედიცინო და სოციალური მომსახურების დაწესებულებების თანამშრომლები აიცრებიან.

ვაქცინაციის ცენტრები მოზრდილთა პოლიკლინიკებში გაიხსნა, რომელიც დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. დედაქალაქში ჯერჯერობით 70 ასეთი ცენტრია გახსნილი. ვაქცინაციისთვის რუსეთის მიერ აგვისტოში დამტკიცებულ ვაქცინას „სპუტნიკ V"-ს იყენებენ.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას თქმით, მომავალი კვირის დასასრულიდან ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში დაიწყება.

რუსული ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (05.12.2020)
პუტინს შეუშხაპუნეთ ჯიშმოტყნულს. მერე ცოტა ხიხოს ინაშვილს თარხანას და ბურჯანაძეს გამოუგზავნეთ, იქნებ წახვეტოს მიქელგაბრიელმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×