რეზონანსი
05.12.2020

„რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, შეუსაბამო პროპორციულობაა ადამიანთა რაოდენობის და ჰოსპიტალურ შესაძლებლობებს შორის," - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინდივიდუალური ექიმების დახმარებით, ქვეყანა ასე თუ ისე უმკლავდება და მეტნაკლებად, ჯერჯერობით ართმევს თავს.

„ძალიან სერიოზული პრობლემაა, როცა პაციენტს რამდენიმე დღე აქვს სიცხე და ეუბნებიან, რომ კოვიდ კლინიკის გარდა სხვაგან ვერ მიიღებენ, პრობლემაა როცა ოჯახს არ შეუძლია პაციენტი კოვიდდადასტურების გარეშე წაიყვანოს კლინიკაში. ისევ ერთი და იგივე პასუხი - დარეკეთ 112-ში, დაგიკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ის გადაწყვეტს ტესტირების საკითხს, - აღარ არის ამის დრო, ყველა ჰოსპიტალში პაციენტის მისვლისთანავე უნდა იყოს სწრაფი ტესტირების საშუალება.

ყველა კლინიკა უნდა ჩაერთოს და თუ სადმე, რომელიმე კერძო კლინიკაში ერთი საწოლი მაინც არის და ვინმე ამ საწოლზე ვერ წვება, ვფიქრობ, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ. რეალურად 1 თვე ვართ კრიტიკულ სიტუაციაში, ყველამ გახსნას კლინიკის კარი, ეს იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთის, მიმღებ განყოფილებაში იყოს სწრაფი ტესტის შესაძლებლობა და ეს განტვირთავდა ძალიან სიტუაციას", - განაცხადა მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×