რეზონანსი
05.12.2020

ერთადერთი თხოვნა მაქვს ქალბატონ ირმასთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან", თვითონ ნუ შევლენ იმ პარლამენტში და დანარჩენი რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, - ასე გამოეხმაურა „ევროპულის აქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტს ხელისუფლებასთან გარიგებად აღიქვამს.

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულად იკრიბებიან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ პროგრესი.

„ამ ფორმატში ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს პროგრესი - სად ვართ, რას ვგეგმავთ ან რას ვაპირებთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა კონიუნქტურის გამო, სხვადასხვა ფორმატი არსებობს, მათ შორის ფასილიტატორ ელჩებს ხვდებიან ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად გადალახეს ბარიერი, მაგრამ პარტიების რაოდენობა, ვინც არჩევნებს ითხოვს, გაცილებით მეტია. შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ჩვენ, ასე ვთქვათ, ინფორმაციის განახლება და რეგულარული მსჯელობა გვაქვს ხოლმე", -განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×