რეზონანსი
05.12.2020

„რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, შეუსაბამო პროპორციულობაა ადამიანთა რაოდენობის და ჰოსპიტალურ შესაძლებლობებს შორის," - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინდივიდუალური ექიმების დახმარებით, ქვეყანა ასე თუ ისე უმკლავდება და მეტნაკლებად, ჯერჯერობით ართმევს თავს.

"მხოლოდ ნოემბერში გვყავდა თითქმის 96 ათასი ახალი დადასტურებული შემთხვევა და თითქმის 800 გარდაცვლილი. ნოემბერი არის კატასტროფული თვე და ღმერთმა ქნას დეკემბრის მეორე ნახევარში მაინც გამოჩნდეს სტაბილიზაციის ნიშნები. სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია, მილიონ ადამიანზე 8 კაცის გარდაცვალება, რომელიც იყო პროგნოზირებადი, ამასაც კი გავცდით, რეალურად უკვე 40-ს გადასცდა საქართველოში საშუალო სიკვდილობის მაჩვენებელი. ძალიან მძიმე და კრიტიკული სიტუაციაა,"-განაცხადა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×