რეზონანსი
05.12.2020

"გირჩში" მიმდინარე დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მიუხედავად არსებული უთანხმოებისა მთავარი არის იდეა, რომლითაც "გირჩი" ადამიანებს აერთიანებს. იაგო ხვიჩია უარყოფს მისი მხრიდან რაიმე მუქარას პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიმართ და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი მეგობრებად დარჩნენ:

""გირჩი" არ არის არც იაგოსი, არც ვახოსი, არც ზურასი, არც არავისი. გირჩი არის გირჩი, მას აქვს თავისი იდეა და ის აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთაც იმ იდეის სჯერათ რომელსაც გირჩი ატარებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთი მოწონს თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს იდეა ჯერა. მე ზურაბ ჯაფარიძეს არასოდეს არ დავმუქრებივარ, არასოდეს დავემუქრები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ჩემს მეგობრად დარჩეს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (05.12.2020)
ორივე საქართველოს ფურუნყულები ხართ.ნეტავ იცოდეთ ნარკუშების გარდა ყველას როგორ ეზიზღებათ. მთელი გირჩის პარტიის წევრები ყველანი შაჰაბასის შეთითხნილები ხართ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×