რეზონანსი
05.12.2020

ბოდიშს გიხდით, რომ ამ დაბრკოლებების და გამოწვევების დაძლევა გიხდებათ, - ასე მიმართა „კოვიდ-19"-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ მოქალაქეებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შექმნილი მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს, ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„მიუხედავად ამისა, არის ტრაგიკულად დამთავრებული შემთხვევები და დიდი დისკომფორტის შემცველი შემთხვევები, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა გამოსცადა და სრულიად სამართლიანად გამოხატავს აღშფოთებას, ფეისბუქში, ტელევიზორში თუ სხვაგან. ეს მაინც მცირე ნაწილია. ავადმყოფების ძირითად ნაწილს სახელმწიფო მაინც უმკლავდება და უმკლავდება წარმატებით. კი, ეს ძალიან მძიმე გამოწვევაა, რომ გვიანდება სასწრაფოს მოსვლა, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილი და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გარდა რამდენი რამე კეთდება?! ერთი სასუნთქი აპარატი არ დაკლებია არც ერთ ავადმყოფს და სასუნთქი აპარატის უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. მაშინ, როდესაც უცხოეთში ასეთი შემთხვევა უამრავია. ჟანგბადის კონცენტრატორები ახლა სასტუმროებშიც კი შეიტანეს. 2 000-ზე მეტი ჟანგბადის აპარატი გვაქვს და მათ შორის, 700-ზე მეტი უშუალოდ კოვიდზეა მობილიზებული. ჯერ არ დაფიქსირებულა არც ერთი მედიკამენტის დეფიციტი და ეს ყველაფერი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის იოლი არ არის. შეიძლება, ავსტრიისთვის და გერმანიისთვის ეს არაფერია და ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ ჩვენთვის იოლი არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „მოამბე - დღის თემა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×